„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, მისთვის რეკომენდებული მკურნალობის შესრულებას ხელი შეუშალოს, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„როგორც ჩანს, პრობლემა სხვა რაღაცაშია და ეს სხვა რაღაცაა ის, რომ სააკაშვილი ცდილობს, მისთვის რეკომენდებული მკურნალობის შესრულებას ხელი შეუშალოს. „ვივამედში“ გადაყვანის მიუხედავად, როცა საკითხი მაინც რჩება აქტუალური უცხოეთში გაყვანაზე, ეს ცალსახად მოწმობს იმას, რომ მათი მიზანია არა მისი ჯანმრთელობისთვის რაღაც საფრთხეების არიდება, არამედ მიზანია მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა. თავდებობის მოთხოვნა კი, სამართლებრივად არასწორია“, – განაცხადა სარჯველაძემ.