ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1754673696
უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ფარული მობილიზაცია უკვე დაწყებულია. მანვე დასძინა, რომ მტრის რეზერვისტები საბრძოლო ოპერაციებში მოკლევადიანი კონტრაქტით ერთვებიან.
"მე ვადასტურებ, რუსეთი ახორციელებს ფარულ მობილიზაციას. ისინი მიჰყვებიან ორ გზას. პირველი - ფაქტობრივი ქმედებები, რომლებსაც სწორედ ფარული მობილიზაცია ჰქვია და მეორე - რეზერვისტების გამოყენება", - თქვა ბუდანოვმა.