მეცნიერები ასახელებენ სავარაუდო დროს, როცა დღე-ღამის ციკლი 25 საათი გახდება
1775156728
უკანონო ბორდერიზაცია დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლითონის ბოძები და მავთულხლართები დაამონტაჟეს. ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულები არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
სუს-ის განცხადებით, საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.