ცნობილია როდის დაიწყება ძლიერი სიცხეები საქართველოში
1781552028
რუმინეთის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფონდებს ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს.
ახალი რეგულაციით, სექტორმა ყოველწლიურად უნდა წარადგინოს დეკლარაცია ყველა შემოსავლისა და 5 000 ლეუზე მეტი დონაციის წყაროს მითითებით. აღნიშნული თანხა დაახლოებით 1 100 დოლარის ეკვივალენტია.
ვალდებულების შეუსრულებლობა თავდაპირველად ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერებას, საბოლოოდ კი მის გაუქმებას გამოიწვევს.
საკანონმდებლო ცვლილებას მხარი 75-მა სენატორმა დაუჭირა, მათ შორის როგორც სამთავრობო კოალიციის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. კანონპროექტი განსახილველად დეპუტატთა პალატას გადაეცა.