რა ემართება თქვენს არტერიულ წნევას ყავის დალევის შემდეგ
1750681080
როცა კანონს არღვევ, პასუხისმგებლობაც უნდა აიღო, ეს არის ოქროს წესი და მოცემულობა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს, ტყუილი სიმართლედ წარმოაჩინოს.
„როცა კონსტიტუციური ორგანო გიბარებს, გეუბნება, კითხვებს პასუხი გაეციო და ამას თავს არიდებ, პასუხისგება აუცილებლად მოგიწევს. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია კანონში. ამიტომ, ნებისმიერი აზრი, რომელიც ამ ყველაფრის საწინააღმდეგოა, პროვოკაციას და ინსინუაციას წარმოადგენს. ისინი ცდილობენ, რომ ტყუილი სიმართლედ წარმოაჩინონ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.