„როგორც მერობის, ისე საკრებულოს წევრების კანდიდატურები იქნება საუკეთესო შემადგენლობა. გამოცდილებაზე დაფუძნებული პროფესიონალიზმი და პატიოსნება იქნება მთავარი კრიტერიუმი, რითაც კანდიდატებს შევარჩევთ“ - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

როგორც მერობის, ისე საკრებულოს წევრების კანდიდატურები იქნება საუკეთესო შემადგენლობა. შეიძლება მომავალში, ოთხ წელში კიდევ უფრო დავხვეწოთ ეს ყველაფერი, მაგრამ გამოცდილებაზე დაფუძნებული პროფესიონალიზმი და პატიოსნება იქნება მთავარი კრიტერიუმი, რითაც კანდიდატებს შევარჩევთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რის მიხედვით გააკეთებს არჩევანს „ქართული ოცნება“ მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებზე.

„[კანდიდატების კრიტერიუმები იქნება] პატიოსნება, პროფესიონალიზმი, კარგი მენეჯერები. ვფიქრობ, რომ ჩვენ ნელ-ნელა ისეთ რაღაცებზე უნდა ვიზრუნოთ, რაზე ფიქრის საშუალებაც ცოტა ნაკლებად გვქონდა სხვა დროს. იმდენად კარგი ინერცია გვაქვს მაგალითად კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, სწორი მენეჯმენტის თვალსაზრისით, გამოცდილებაზე და პრაქტიკაზე დაფუძნებული კუთხით, რომ ამ კრიტერიუმებით კიდევ უფრო კარგ, განახლებულ შემადგენლობას წარვუდგენთ საზოგადოებას. როგორც მერობის, ისე საკრებულოს წევრების კანდიდატურები იქნება საუკეთესო შემადგენლობა. შეიძლება მომავალში, ოთხ წელში კიდევ უფრო დავხვეწოთ ეს ყველაფერი, მაგრამ გამოცდილებაზე დაფუძნებული პროფესიონალიზმი და პატიოსნება იქნება მთავარი კრიტერიუმი, რითაც კანდიდატებს შევარჩევთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.