როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგონ გარე უფროსებმა, ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

"უამრავი ფაქტორია, რამაც გამოიწვია ოპოზიციის რეიტინგის კიდევ უფრო შემცირება და ჩვენი რეიტინგის კიდევ უფრო გაზრდა 2024 წლის არჩევნებთან შედარებით", - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა გააკეთა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი ანგარიშით მოიგებს.

"როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგონ გარე უფროსებმა, ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში. მნიშვნელობა არ აქვს, ეს დიდი ქალაქი იქნება თუ პატარა, მოვიგებთ როგორც მერობის არჩევნებს, ისე საკრებულოს არჩევნებს. ამაზე პრობლემა არ არის. ჩვენ საშტაბო მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრმა საკითხმა განაპირობა ის, რომ თვითონ ოპოზიციის რეიტინგი არის დრამატულად შემცირებული. ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩევლებს, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული და ამას დაამტკიცებდნენ და ფიზიკურად ვერანაირი მტკიცებულება ვერ დადეს... უამრავი ფაქტორია, რამაც გამოიწვია მათი რეიტინგის კიდევ უფრო შემცირება და ჩვენი რეიტინგის კიდევ უფრო გაზრდა 2024 წლის არჩევნებთან შედარებით. შესაბამისად, არიან უშანსოდ", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.