ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში იტალიის წარმომადგენელი, კენი კომი ბედელი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მესამე მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალი იყო – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
18 ივნისს მსოფლიო პირველობაზე ერთი ქართველი – ილია სულამანიძე (100 კგ) იჭიდავებს.
ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750161479