რიმა ბერაძე ევროპელების წერილზე: ეს არის ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა, ეს არის დემოკრატიაზე ზეწოლა, ეს არის გზავნილი იმისთვის, რომ საქართველოში არ ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

რიმა ბერაძე ოპოზიციას

ქვეყნის შიდა საქმეებში მორიგი უხეში ჩარევა - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილს. მისი თქმით, ამ გზავნილის მიზანია, რომ ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდეს.

„თითოეული მათგანის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია უნდა შეფასდეს დეზინფორმაციად. ეს არის ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა, ეს არის დემოკრატიაზე ზეწოლა, ეს არის გზავნილი იმისთვის, რომ საქართველოში არ ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიული პრინციპებით. მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვემზადებით ამ არჩევნების დემოკრატიულად და ყველა წესის დაცვის ჩატარებისთვის და მიგვაჩნია, რომ ამ საიუბილეო არჩევნებს „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებით დაასრულებს“, - განაცხადა ბერაძემ.

მანამდე 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით განცხადება ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გაავრცელა.