„ქართული ოცნების“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
1752499975
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი "რუსთავი 2-ის გადაცემაში "ჩემპიონები" მის განვლილ გზაზე ჰყვება - როგორ გახდა ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი და ის ვინც, შეჯიბრებების დროს სპორტსმენებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ადამიანია.
"90-იან წლებში, როდესაც სამხედრო სფეროდან მოვდიოდი და სპორტში მინდოდა, როგორც ექიმს დამემკვიდრებინა ადგილი, ფინანსების გამო ექიმი ვერ ხვდებოდა დელეგაციაში და მწვრთნელობა დავიწყე.
ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, გოგოებსაც ვავარჯიშებდი, შემდეგ შემომთავაზეს მსაჯობა და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვიყავი 12 წელი. მაგრამ მერე მოხდა ისე, რომ სპორტსმენები - ზვიადაური, ასანიძე და სხვები, რომლებიც დარბაზში ტრავმებს იღებდნენ, დაამტკიცეს, რომ ექიმის გარეშე ვერ შეძლებდნენ შეჯიბრებებზე გამოსვლას, ამიტომ მოხდა ისე, რომ სიდნეის ოლიმპიადაზე ექიმად წარმადგინეს.
შენ ხომ იწამლები ამ სპორტის სიყვარულით, შემდეგ წამლავ სხვებსაც იმით, რომ შენ რაღაც მომენტში მათთვის საჭირო ხარ. შეუცვლელი ადამიანი არ არსებობს, მეც შემცვლიან, მაგრამ მე ამაყი ვარ, რომ ასეთი ხალხი გავზარდე. რომ დავიწყე საქმე, ვიყავი მარტო, ნაგვის ურნებში ვიყურებოდი ხოლმე, რა ვიტამინებს სვამდა იაპონელი, ამერიკელი და კორეელი, დამლაგებელს ვასწრებდი ხოლმე, რადგან მაშინ ისეთი ტელეფონი მქონდა, რომელიც ფოტოს არ იღებდა, შემდეგ მეგობრებს ვთხოვდი, მოდი, ეს შემოვიტანოთ, ის შემოვიტანოთ, მაშინ გავიგე, რა იყო გლუტამინი და BCAA. ასე დავიწყე და მოვედი დღემდე. თუმცა, სპორტის სამინისტრო ყოველთვის უმატებდა ბიუჯეტს და უკვე ყველა ფედერაცია მიხვდა, რომ ექიმის და სამედიცინო პერსონალის გარეშე შეჯიბრებაზე წასვლა არ შეიძლება," - აღნიშნა ზურაბ კახაბრიშვილმა.