დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომლის გამოც თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, სხვა მგზავრებს კი საჩუქრად ვაუჩერები გადასცეს

ფრენა

6 ივლისს, თვითმფრინავი რეისის ნომრით 1023,  ფლორიდიდან ვირჯინიაში მიფრინავდა. თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, თუმცა, შემდეგ ერთ-ერთმა მგზავრმა, 27 წლის ტეილორმა გვერდზე მჯდომს უთხრა, რომ მის ლეპტოპში ბომბი იდო. ამ უკანასკნელმა კი ინფორმაცია დაუყოვნებლივ ბორტგამცილებლებს შეატყობინა.

უცხოური მედიის ცნობით, ინციდენტის გამო, თვითმფრინავი ფლორიდის ერთ-ერთ აეროპორტში ავარიულად დაეშვა. 27 წლის ტეილორი პოლიციამ დაშვებისთანავე დააპატიმრა.

საბედნიეროდ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა. დაკავებულმა ტეილორმა გამომძიებლებს განუცხადა, მან მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი ცოტა ხნის წინ დატოვა. ფრენის წინა ღამეს კი მედიკამენტი მიიღო, რამაც, მისი თქმით, საღად აზროვნების უნარი დააკარგვინა. 

ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ტეილორს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა და 25 ათას დოლარამდე თანხის გადახდა მოუწევს. 

შექმნილი უხერხულობის გამოსასწორებლად, თვითმფრინავის მგზავრებს 100 დოლარის ოდენობის ვაუჩერები გადაეცათ.