დღეს ყველა ქრისტიანმა ეს ლოცვა უნდა წაიკითხოს
1779344721
ეს არ არის ორმაგი სტანდარტი. ეს არის პოლიტიკურად ამორალური პოზიცია, - ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ბრიტანული ბიუროკრატია, რომელიც დღეს მართავს დიდ ბრიტანეთს ისტორიულად იქნება იმის მაგალითი, როგორ არ უნდა იყოს სამართლიანი და ობიექტური ხელისუფლება
„მათ საერთოდ არ აინტერესებთ უკრაინა და უკრაინელი ხალხის ბედი და საკუთარი თამაშებისთვის მზად არიან გაწირონ სახელმწიფო და მთელი ერი. მეორეს მხრივ, ჩვენ ისევ შეგვიძლია ვთქვათ ის უსამართლო დამოკიდებულებები, რაც აქვთ საქართველოს მიმართ, ქართული მედიის მიმართ, როდესაც ასანქცირებენ „იმედს“ ყოველგვარი დასაბუთების და ახსნა-განმარტებების გარეშე, ასევე, სხვა ტელევიზიებს და ა.შ. ბრიტანული ბიუროკრატია, რომელიც დღეს სამწუხაროდ, მართავს დიდ ბრიტანეთს ისტორიულად იქნება იმის მაგალითი, როგორ არ უნდა იყოს სამართლიანი და ობიექტური ხელისუფლება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 20 მაისიდან დიდ ბრიტანეთში ისევ შესაძლებელი იქნება რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტი.
საქართველოში ოქრო იაფდება - რა ღირს გრამი
1779289191