რა მდგომარეობაშია მზია ამაღლობელი, ეს ქალბატონ მზიას უნდა ვკითხოთ და მისი ადვოკატი თვითონ გააკეთებს განცხადებას - გიორგი ბარამიძე

გია ბარამიძე

რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე, სადაც ის მზია ამაღლობელზე საუბრობს, ოპოზიციაში შეფასებები კეთდება. საუბარია განცხადებაზე, სადაც რასა იუკნევიჩიანემ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით თქვა, რომ ჟურნალისტი ციხეშია, მას სცემეს და მკურნალობის საშუალება არ ეძლევა.

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის თქმით, მზია ამაღლობელის მდგომარეობაზე მისმა ადვოკატმა უნდა ისაუბროს.

"თქვენ თუ ახლა ევროპარლამენტარს დაუწყებთ იმაზე შემოდავებას, ეს რას ნიშნავს, თქვენი საქმეა. რა მდგომარეობაშია მზია ამაღლობელი, ეს ქალბატონ მზიას უნდა ვკითხოთ და მის ადვოკატი თვითონ გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას. მე ამ დეტალებზე, რა თქმა უნდა, არ მაქვს ინფორმაცია, ფაქტია მზია ამაღლობელი არის მსხვერპლი. ის არის პოლიტიკური პატიმარი და ადამიანი, რომელიც პოლიტიკური მეთოდებით, როგორც მოქალაქე ებრძოდა ამ რეჟიმს", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.