,,მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი” - ამინდი უარესდება
1752640008
ევროკომისიის რეკომენდაციების 8-პუნქტიან სია, რომელიც ოფიციალურმა თბილისმა ბრიუსელისგან მიიღო და აგვისტოს ბოლომდე უნდა შეასრულოს.
პუნქტებს შორისაა საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და კანონმდებლობის გაუქმება, მათ შორის საუბარია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" და "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონებზე; საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის ნუსხასთან; ვიზის საჭიროების მქონე მესამე ქვეყნების შესახებ; ჩამონათვალშია აქტივების მართვის ოფისის და ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნა.
"ქართული ოცნება" ულტიმატუმსა და შანტაჟზე საუბრობს. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ დასჯის ტექნიკურად გამართლებას ცდილობენ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი, ევროკავშირის გზავნილს შეთქმულებად აფასებს.
"შეთქმულების გაგრძელება ქართველი ხალხის წინააღმდეგ - ეს არის ყველაფერი, რაც გულისხმობს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მოტივით დაშანტაჟებას ჩვენი მოსახლეობის, რომ კარს თვითმმართველობის არჩევნები არის მომდგარი და "ქართლ ოცნებას" კი არ მისცეთ ხმა, მშვიდობას ვინც იცავს, არამედ მარიონეტები მოიყვანეთ ხელისუფლებაშიო, ეს არის ამ ყველაფრის რეალური შეფასება. ძალიან კარგია, რომ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და იმედს გამოვთქვამთ რომ ვერც მიაღწევენ ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.