„ეს აქამდე არ მითქვამს...“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1753870523
პენტაგონის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მოკავშირეების მცირე ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში მინიმალურ როლს ითამაშებს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროპას მოუწევს საკუთარ თავზე აიღოს კიევში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა.
პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ელბრიჯ კოლბის შესაბამისი კომენტარი გავრცელდა მას შემდეგ, რაც ევროპელი სამხედრო ლიდერები შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ დენ კეინის მეთაურობით შეიკრიბნენ.
Politico-ს ცნობით, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ფინეთის თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელებმა მოსთხოვეს აშშ-ს გაასაჯაროოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის ჯარებსა და ავიასაშუალებებს აპირებს ის უკრაინას გადასცეს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად.
გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღნიშნულმა შეხვედრამ და ნატოს ლიდერების დონეზე კიდევ ერთმა სწრაფად ორგანიზებულმა მოლაპარაკებებმა მოკავშირეებში დიდი შეშფოთება გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში ევროპას დაეყრდნობა.