ვანგამ, 2026 წლისთვის, უცხოპლანეტელებთან კონტაქტი იწინასწარმეტყველა
1758568440
პრეზიდენტის მიერ დანიშნულ პარლამენტის საგანგებო სხდომას "ქართული ოცნების" დეპუტატები არ დაესწრებიან.
ამის შესახებ დღის ბოლოს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ისინი რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავენ და პარლამენტი არ არის ორგანო, რომელსაც შეუძლია სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღოს.
რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, ისინი დღეს საკანონმდებლო ორგანოში მისვლას აპირებენ და "ქართული ოცნების" დეპუტატებს სხდომაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ.