1749042430
„პარაგრაფ თბილისში“ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მიმდინარეობს

5-6 ივნისს, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ გაიმართება თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი (TBILISI RFSD) სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“.
ფორუმი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.
ფორუმის ფარგლებში განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში, უძრავი ქონების ბაზარი, ტურიზმისა და სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიის მდგრადი განვითარება, ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში, სივრცითი მოწყობა, სატრანსპორტო რეფორმა და სხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომსვლელები, ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ასევე, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.