რა ვალდებულებები ეკისრებათ შინაური ცხოველების მეპატრონეებს და რას შეამოწმებენ მონიტორები ბინაზე
1747921223
შალვა პაპუაშვილის განცხადება არის გაგრძელება იმ მტრული რიტორიკის, რასაც „ქართული ოცნება“ უკვე არაერთი თვეა, მიზანმიმართულად ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების, კრიტიკული მედიების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
ნონა ქურდოვანიძემ კომენტარი გააკეთა საია-სთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ფეისბუქპოსტზე, სადაც პაპუაშვილმა დაწერა: „ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის და მოჩვენებითი ლეგიტიმაციის შექმნაა“.
„პარლამენტის ლეგიტიმაცია არის სამართლებრივი საკითხი, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ გაკეთებული დასკვნები და შეფასებები, ასევე პარლამენტის პირველი სხდომა, რომელიც ჩატარდა კანონის დარღვევით, განაპირობებს მის არალეგიტიმურობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ შეფასებას ვაკეთებთ არა მარტო დღეს, ეს შეფასება გვაქვს არჩევნების დაკვირვების შედეგად და ანგარიშებზე დაყრდნობით, არა მხოლოდ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მისიებმა გამოკვეთეს, არამედ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებშია ზუსტად ანალოგოური დარღვევები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. იქნება ეს ფარულობის დარღვევა, თუ სხვა დარღვევები, რომლებიც წინასაარჩევნოდ და არჩევნების დღეს განხორციელდა. ასეთ შეფასებებზე რა უნდა გავაკეთოთ, ეს არის გაგრძელება იმ მტრული რიტორიკის, რასაც „ქართული ოცნება“ უკვე არაერთი თვეა, მიზანმიმართულად ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების, კრიტიკული მედიების წინააღმდეგ. ეს კანონიც, რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რაც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, არის კიდევ მორიგი დამატებითი ერთი ნაბიჯი ამ რეპრესიების საჩვენებლად. ეს განცხადებებიც იმავეს ემსახურება“, – აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.