პანიკური შეტევის მყისიერად შეჩერების სამი გზა - ექიმის რჩევები
1782048452
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული კრიზისი გრძელდება. მიხეილ სააკაშვილის მიერ პარტიის მოქმედი თავმჯდომარის კრიტიკას თავად თინა ბოკუჩავამ უპასუხა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის პოზიცია გარემოცვის ზეგავლენითაა განპირობებული.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილი აცხადებს, რომ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებული.
„თვეზე მეტია, მიდიოდა საუბარი, მუშაობა იმაზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი. მე ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული ვიყავი და მათ შორის ჩვენი გუნდის წევრებიც, როგორც ლიდერები, ასევე პოლიტსაბჭოს წევრები. რაც შეეხება თინათინ ბოკუჩავას განცხადებას, ეს ეხება იმ პოსტს, სადაც თანათავმჯდომარეები უნდა ყოფილიყვნენ თინა ბოკუჩავა და ნანუკა ჟორჟოლიანი, თუმცა თინას განცხადების შემდეგ თვითონ შეცვალა პოზიცია, რომ არ დათანხმდა თანათავმჯდომარედ ყოფნას“, - აცხადებს პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.