ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
NATO-ს მადრიდის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს თბილისში აფასებენ.
ოპოზიციის ნაწილი აქცენტს საქართველოსთვის ნატოს „ღია კარის" პრინციპზე ამახვილებს, ნაწილი კი სამიტზე მიღებულ კომუნიკეში ჩანაწერს, სადაც არ არის ყურადღება გამახვილებული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, ხელისუფლების უმოქმედობად თვლის.
საქართველოს, როგორც პრიორიტეტული მოკავშირის აღიარებასა და წარმატებულ პერსპექტივაზე საუბრობენ მმართველ გუნდში.
„ეს ნიშნავს იმას, რომ მადრიდის სამიტი საქართველოსთვის სრულდება ხელშესახები და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებით. სამიტმა თვისობრივად სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა ნატო საქართველოს ურთიერთობა," - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.