მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
1749750149
მზად ვიყავით და ვართ, რომ ამერიკასთან ურთიერთობები გადაიტვირთოს, დონალდ ტრამპის წერილი ვნახეთ, რომელიც იმ იმედის საშუალებას იძლევა, რომ ახალი ადმინისტრაცია ურთიერთობების გადატვირთვას აპირებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში, ქმედითი ნაბიჯები არ იყო გადადგმული.
„საბედნიეროდ, ისიც დაემთხვა, რომ ამერიკას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტიკება, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი ელჩი მიღებული იყოს. წინა ელჩი გაწვეულია თუ პენსიაზეა წასული, რასაც უკვე მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ყველა პირობას არსებობს, რომ სტრატეგიული ურთიერთობები აღდგეს და იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება. სამწუხაროდ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში, ქმედითი ნაბიჯები არ იყო გადადგმული. ეს იგივე ფრენებს ეხება, სავაჭრო ურთიერთობებს, ვიზებს და ა.შ. ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული, რასაც ველოდებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.