ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1754673696
ევროკავშირში საქართველოს მიერ გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების გადაწყვეტილებას, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია გამოეხმაურა.
ის როგორც მმართველ გუნდს ასევე ოპოზიციას მოუწოდებს გაერთიანდნენ იდეის ირგვლივ და სწრაფად, რათა ეფექტიანად მივიდეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე.
„მივესალმებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილებას. აუცილებელია განაცხადს მოჰყვეს ქმედითი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან პროცესის სწრაფად და ეფექტიანად წარმართვის მიზნით.
ვთავაზობთ, საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხში მაქსიმალურ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკურ აქტორს, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან - გვერდით გადავდოთ მსჯელობა იმაზე, თუ ვინ რა წვლილი შეიტანა აღნიშნულ პროცესში, გავერთიანდეთ იდეის ირგვლივ და სწრაფად და ეფექტიანად მივიყვანოთ პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე.
მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - წერს გიორგი გახარია.
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764