რა ვალდებულებები ეკისრებათ შინაური ცხოველების მეპატრონეებს და რას შეამოწმებენ მონიტორები ბინაზე
1747921223
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, მარკო რუბიოს კითხვა ჯო უილსონმა დაუსვა, რომელიც გამოირჩევა ანტიქართული პოლიტიკით და ღიად უჭერს მხარს რადიკალურ ოპოზიციას.
ბოჟაძის თქმით, აღსანიშნავია, რომ მარკო რუბიოს განცხადებაში არ უხსენებია არც საქართველო და არც "ქართული ოცნება".
"თქვენ იცით, რომ ეს კითხვა დასვა ჯო უილსონმა, რომელიც გამოირჩევა ანტიქართული პოლიტიკით, ის ღიად უჭერს მხარს ჩვენს ქვეყანაში რადიკალურ ოპოზიციას. ის გახლავთ სწორედ იმ სამარცხვინო აქტის ავტორი, რომელსაც "მეგობარი აქტი" დაარქვეს, თუმცა ეს არის მტრული აქტი ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ.
რაც შეეხება პასუხს ამ პროვოკაციულ კითხვაზე, აქაც ნათელია ყველაფერი, მარკო რუბიოს არ უხსენებია არც საქართველო და არც "ქართული ოცნება". მან თქვა, რომ თუ სადმე რეგიონში და მსოფლიოში არსებობს ანტიამერიკული მთავრობა, ასეთი მთავრობა სჭირდება თუ არა ამერიკას და მის ეროვნულ ინტერესებს, ამას ჩვენ გავარკვევთო. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ნახსენები არ ყოფილა არც საქართველო და არც "ქართული ოცნება". შესაბამისად, ჩვენ ეს მოლოდინები არ გვაქვს, ჩვენ არ ვართ არც ანტიამერიკული და არც ანტიდასავლური მთავრობა. როგორი მთავრობა ვართ ეს ძალიან კარგად იცის თავად რუბიომაც და ქართველმა ხალხმაც", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.