მიხეილ ყაველაშვილი: ღრმად ვართ დამწუხრებული რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტის, იონ ილიესკუს გარდაცვალების გამო, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველო-რუმინეთის კავშირების განმტკიცებაში

მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტის, იონ ილიესკუს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, იონ ილიესკუმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოსა და რუმინეთს შორის კავშირების განმტკიცებაში.

„ღრმად ვართ დამწუხრებული რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი იონ ილიესკუს გარდაცვალების გამო. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოსა და რუმინეთს შორის კავშირების განმტკიცებაში. ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ასევე რუმინეთის ხალხსა და მთავრობას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.