მგონი, ეს ხალხი უნდა დათანხმდეს პაატა ბურჭულაძისა და მურმან დუმბაძის მოწოდებას - ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება, რომ ნახევრად სერიოზულად მოვუწოდოთ "ნაციონალურ მოძრაობას" - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილეს, გურამ მაჭარაშვილს, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციაში არსებული ურთიერთბრალდებები არ უკვირს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სერიოზული კომენტარი ვერ გაკეთდება.

"ბადრი ჯაფარიძე ეთანხმება ზურაბიშვილს, რომელიც არ ეთანხმება ჩერგოლეიშვილს, რომელიც, თავის მხრივ, ეთანხმება ხოშტარიას და, ეს უკანასკნელი, საერთოდ არ ეთანხმება არავის - ეს არის მათი ძალიან "ლოგიკური" გეგმა. "გლობალური ომის პარტია", "დიფ სთეითად" ცნობილი, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ასე წოდებული, აკეთებს იმას, რომ შუაზე გაყო ეს, რეალურად, "ნაცმოძრაობა" და ნახევარს ეუბნება, რომ არ მიიღონ მონაწილეობა, ნახევარს ეუბნება - მიიღე მონაწილეობაო. მგონი, ეს ხალხი უნდა დათანხმდეს პაატა ბურჭულაძისა და მურმან დუმბაძის მოწოდებას, - ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება, რომ ნახევრად სერიოზულად მოვუწოდოთ "ნაციონალურ მოძრაობას," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.