ვენდეტა ეკლესიაში - სროლის ხმა მაშინ გაისმა, როდესაც წყვილი ფიცს დებდა (უცხოეთი)

ვენდეტა ეკლესიაში

ინგლისში, საქორწილო ცერემონიის დროს სიძე-პატარძალს ესროლეს. ეპისკოპოსი წყვილს საბოლოო ფიცს ადებინებდა, როდესაც გასროლის ხმა გაისმა. პატარძალი მკლავში დაიჭრა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

შემთხვევა 2019 წელს, ნიუ-ჰემფშირში მოხდა. როგორც გამოცემა წერს, სროლას წინ უძღოდა პირადი კონფლიქტი, რომელიც ბრალდებულს ნეფესთან, მარკ კასტილიონესთან ჰქონდა.

„მხოლოდ რამდენიმე გასროლით ბრალდებულმა ქორწინება არეულობად აქცია“, - თქვა პროკურორმა სეთ დობიესკიმ.

პოლიციის თქმით, მარკ კასტილიონეს შვილმა , თავის დროზე, ეკლესიაში სროლის მომწყობის მამინაცვალი მოკლა.

მარკის შვილს ამ მკვლელობისთვის 42 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.