დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ანძა! მდინარე კალატოპიდან გადმოვიდა - რაჭაში სტიქიას ებრძვიან
1754078092
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს რუსული პოლიტიკის არარელევანტური ადამიანი უწოდა.
„ვიღაცის აზრის იგნორირება არ შეიძლება... მაგრამ, რეალურად, ის [მედვედევი] რუსულ პოლიტიკაში არარელევანტური ფიგურაა. ის გადაწყვეტილებებს არ იღებს. ის არცერთ ჩვენს შეხვედრასა თუ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებს. როგორც იცით, ის ოთხი წლის მანძილზე პრეზიდენტი იყო, სანამ პუტინი არ იყრიდა კენჭს, ხოლო შემდეგ დაბრუნდა, ასე რომ, ის დროებითი იყო. ასე რომ, მე მას ვერ ვუწოდებ მნიშვნელოვან ადამიანს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს“, - თქვა რუბიომ.
ცნობისთვის, მედვედევმა რამდენიმე დღის წინ ტრამპი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან რუსეთისთვის უკრაინაში ომის დასრულებისთვის მიცემული ულტიმატუმი 50 დღიდან 10 დღემდე შეამცირა. საპასუხოდ ტრამპმა მას რუსეთის არშემდგარი პრეზიდენტი უწოდა.