ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
1762292321
ევროპარლამენტარმა მარკ ბოტენგამ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევროკავშირის გაფართოების საკითხისადმი მიდგომის გამო გააკრიტიკა. როგორც ბოტენგამ აღნიშნა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა რუსულ პოლიტიკასთან არ უნდა მოდიოდეს თანხვედრაში.
ბელგიელი პარლამენტარის თქმით, ევროკავშირი არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნების საქმეებში და პატივს უნდა სცემდეს ამ ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებას. ამ კონტექსტში ბოტენგამ საქართველოში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც ახსენა, რომელიც აქციის მონაწილეებს შეუერთდა.
„ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ სხვა ქვეყნების საქმეებში. მათ აქვთ საკუთარი დემოკრატიული პროცესები, ლოკალური განვითარება და ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ იმ ქვეყნების მოდელი, რომლებსაც თავად ვაკრიტიკებთ. კარგად იცით, რომ ევროკავშირი იყო ძალიან აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების დაფინანსებაში, რათა გავლენა მოეხდინა საზოგადოებრივ დებატებზე უკრაინაში, საქართველოში და თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ეს ლეგიტიმურია. ამაზე შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ მეორე მხრივ, რუსები, რომლებსაც სურთ გავლენის სფეროები, ზუსტად იმავეს აკეთებენ. მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა მოვუსმინოთ კანდიდატ ქვეყნებში სოციალურ მოძრაობებს და არ მივანიჭოთ პრიორიტეტი ჩვენს კორპორაციულ ინტერესებს. გულწრფელად რომ ვთქვათ, ვხედავთ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის საქართველოში, რომ პროტესტი გამოხატოს დემონსტრანტებთან ერთად. თუ ამას რუსები გააკეთებენ, ვიტყვით, რომ ეს მიუღებელი ჩარევაა და ეს სწორია. მაგრამ თუ ამას ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის დემოკრატიის მხარდაჭერა. შეიძლება ორმაგი სტანდარტი იყო ის, როგორც ვუყურებთ ამ საკითხებს“, - განაცხადა ბოტენგამ.