მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის დროს მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის განვითარების შესაძლო მიმართულებები.

„მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით.  ხაზგასმით აღინიშნა, ამ პროცესში, შემდგომი თანამშრომლობის და დიალოგის მნიშვნელობა.

ოლივიე კურტომ დაადასტურა საფრანგეთის მტკიცე და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმატებები უსურვა საფრანგეთის ელჩს მის მომავალ საქმიანობაში“, – წერს საგარეო უწყება.