მაკა ბოჭორიშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა

მაკა ბოჭორიშვილი

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა, - აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ცნობილ ესპანურ მედიაგამოცემა El MUNDO-სთან ინტერვიუში.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია 2012 წლიდან და მთელი ამ ხნის განმავლობაში გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მმართველ გუნდს მთელი ყურადღება ქვეყნის განვითარებაზე გადაეტანა.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა. ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია 2012 წლიდან და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გაგვიჩნდა შესაძლებლობა, მთელი ყურადღება ქვეყნის განვითარებაზე გადაგვეტანა. 2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილება ჯერ კიდევ ცოცხლადაა შემონახული ჩვენს ხსოვნაში, ამიტომაც, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ მშვიდობის ფასს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.