1754511189
2025 წლის 10 აგვისტოს პლანეტების დიდი აღლუმია - რა ცვლილებებს მოუტანს თითოეულ ადამიანს იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა

2025 წლის 10 აგვისტოს პლანეტების დიდი აღლუმია. ამ დღეს მერკური, იუპიტერი, ვენერა, ურანი, ნეპტუნი და სატურნი ერთ ხაზზე განლაგდებიან. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეს შეუძლია, ადამიანებს ძლიერი ენერგია მოუტანოს და სასარგებლო ცვლილებები წაახალისოს.
პლანეტების აღლუმს ტრანსფორმაციისა და სულიერი ზრდის პერიოდს უწოდებენ. თითოეული ადამიანი 6 პლანეტის დადებით გავლენას იგრძნობს და მოტივაციაც გაიზრდება. შესანიშნავი დღეა იმისათვის, რომ სამომავლო გეგმები დასახოთ, იდეები ჩამოაყალიბოთ და თქვენი მიზნებისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ.
თუკი ამ დღეს რაიმე ახალს წამოიწყებთ, ან არსებულის განვითარებას შეეცდებით, იმაზე გაცილებით მეტ წარმატებას მიიღებთ, ვიდრე შეიძლება იფიქროთ.
ასტროლოგები პლანეტების აღლუმს კარმულად დატვირთულ დღეს უწოდებენ. ამიტომ, ამ დღისთვის არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც აღნიშნული ენერგიის სწორად გამოყენებაში დაგეხმარებათ.
პირველ რიგში, ჩამოწერეთ ის, რაც გინდათ, რომ შეცვალოთ. ასევე, დაწერეთ თქვენი გეგმებისა და მიზნების შესახებ.
შეეცადეთ, დღე პოზიტიურად გაატაროთ, გამოხატოთ სითბო, სიყვარული, დაეხმაროთ ადამიანებს. დადებითი ენერგია კარმულად უკან დაგიბრუნდებათ.
ჩაატარეთ ე.წ. კარმული განწმენდა. შეეცადეთ, ადამიანებს ძველი წყენები აპატიოთ და თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყოთ...ვრცლად