მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიაში მოთავსებულია ის ძალები, რომლებიც პირდაპირ გეუბნებიან, რომ ეროვნული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს იმ ძალებით, რომლებიც ერთი ერთში შეასრულებენ უცხოელ ძალებს დაკვეთებს

გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ევროკომისიის შანტაჟის უკან, ხელისუფლების ცვლილების სურვილს ხედავს და აცხადებს, რომ ევრო ბიუროკრატიაში ისეთი ძალები არიან, რომლებსაც ლოგიკა არ აინტერესებთ.

„ევრობიუროკრატიაში მოთავსებულია ის ძალები, რომლებსაც ლოგიკა არ აინტერესებთ, პირდაპირ გეუბნებიან, რომ ეროვნული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს იმ ძალებით, რომლებიც ერთი ერთში შეუსრულებენ უცხოელ ძალებს დაკვეთებს: ცალ ფეხზე დადგებიან, გააუქმებენ „ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონს“, დააკანონებენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, გახსნიან მეორე ფრონტს, გააკეთებენ ყველაფერს, რასაც ევროპაში ეტყვის კუბილიუსი და ამერიკაში - ჯინ შაჰინი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას სთხოვს - წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება.