LIVE: დაიწყო ისტორიული შეხვედრა, რომელიც მთელი მსოფლიოს ინტერესშია
1755284991
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ტრამპთან შესახვედრად ალასკაზე ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ანკორიჯის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
ალასკაზე უკვე ჩასულია აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ფორმატი შეიცვალა და ის "სამი-სამზე“ ფორმატში გაიმართება.
შეხვედრა, ქალაქ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ბაზაზე გაიმართება.