LIVE: დაიწყო ისტორიული შეხვედრა, რომელიც მთელი მსოფლიოს ინტერესშია
1755284991
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დაეშვა.
მოსალოდნელია, რომ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ელმენდორფ-რიჩარდსონის ბაზაზე ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:30 საათზე (თბილისის დროით 23:30) შეხვდება, რაც ორი ლიდერის პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნდა.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპს შეუერთდებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი.
შემდგომ ორმხრივ სადილს ასევე დაესწრებიან რუბიო, ვიტკოფი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი, თავდაცვის მინისტრი, პიტ ჰეგსეთი და ადმინისტრაციის უფროსი, სუზი უაილსი. საერთო ჯამში, ეს ტრამპის და პუტინის რიგით მეშვიდე პირისპირ შეხვედრა იქნება.