ლევან მახაშვილი „სადგურის მოედანთან“ ნგრევაზე: დასანანია, რომ მსგავსი ტრაგიკული მოვლენები ხდება პოლიტიკური ინსტრუმენტი და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ

ლევან მახაშვილი

დასანანია, რომ მსგავსი ტრაგიკული მოვლენები ხდება პოლიტიკური ინსტრუმენტი და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, რითაც გამოეხმაურა გუშინ „სადგურის მოედანთან“ ნგრევის შესახებ ოპოზიციის კომენტარებს.

„არ შეიძლება სამართლებრივად გაკეთდეს, რომ როდესაც საქმე გვაქვს ურჩ მაცხოვრებლებთან, გასაგებია რომ მათ შეიძლება მათ ბევრი მიზეზი ჰქონდეთ რატომ არ ან ვერ ტოვებენ საცხოვრის, მაგრამ მსგავსი რისკები როდესაც არსებობს მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ყველას ინტერესი. რა თქმა უნდა ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც მსგავსი ტიპის ტრაგედიებით მანიპულირება ხდება“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 14 ივლისს ჩამოინგრა. მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული, ავარიული კორპუსიდან მობინადრეები დიდუბის გამგეობამ წუხელ სასტუმროებში გადაიყვანა. კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახიდან ნაწილმა ახლობლებთან დარჩენა არჩია, ნაწილი კი სასტუმროებში განათავსეს.