მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი და სეტყვა - გაფრთხილება ამინდზე
1754077427
მშვიდობიანი დამხობა ის ოქსიმორონია, რომელსაც სამართალი არ აღიარებს, დამხობა არის დამხობა, ამისკენ მოწოდება დანაშაულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილს ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობასთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილისა და პაატა ბურჭულაძის განცხადებებზე დაუსვეს კითხვა.
„ალბათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამუხტვას ცდილობენ, რადგან აღარ დარჩა არანაირი ნაპერწკალი, არანაირი ემოციები. ყველამ ყველაფერი დაინახა, რეალურად რას წარმოადგენენ ეს ოპოზიციური ძალები, რა არის მათი რეალური ინტერესი. რაც შეეხება მშვიდობიან დამხობას, ეს არის ის ოქსიმორონი, რომელსაც სამართალი არ აღიარებს. დამხობა არის დამხობა, რაც არ უნდა წინ სიტყვებით გაალამაზო თუ შეაფერადო. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ დანაშაულია. სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია. ყველას მოვუწოდებ, ეს სიტყვები კი არ გაალამაზონ, მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდონ თითოეულ სიტყვას. თითოეულ სიტყვას თავისი შედეგი აქვს და შემდეგ ნუ დაიწყებენ თავის მართლებას შიგნით თუ გარეთ, რომ რაღაც ისე თქვს, ასე თქვეს, ის იგულისხმეს თუ ასე იგულისხმეს. დამხობა ძალიან სახიფათო, საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია საზოგადოებისთვის. ყველას მოვუწოდებ, მსგავსი ტიპის განცხადებებისგან თავი შეიკავონ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა: „4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ, მოემზადე, საქართველო, ბრძოლა ბოლომდე“.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი ქართველი ხალხის გამარჯვების თარიღია. მან ასევე განმარტა, რა იგულისხმება მშვიდობიან დამხობაში: „რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო მარტივად, მშვიდად დავამარცხებთ და გავუშვებთ ამ ხელისუფლებას. მშვიდობიანი დამხობა გულისხმობს, რაც მოხდა 2003 წელს საქართველოში და რაც მოხდა ჩვენს სამეზობლოში, სომხეთში და ეს ფაშინიანმა გააკეთა, ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია და გავაკეთებთ“.