დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა - ცნობილია რა მოხდება მომდევნო კვირებში
1751658914
მთლიანად გასულია ვენის კონვენციის ფარგლებიდან და შიდა პროცესებშია ჩართული, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გერმანიის ელჩზე საუბრისას.
"ხან სასამართლოებზე დადის, ხან მოსამართლეებზე ზეწოლას ცდილობს, ხან ამბობს თუ რომელ მსჯავრდებულს რა სანქცია უნდა მოჰყვებოდეს და რამდენი წელი, თუ რამდენი თვე არის საკმარისი ამისთვის, ხან ქალბატონ ხოშტარიასთან მიდის და ნაცვლად იმისა, რომ მოუწოდოს თვითდაზიანების შეწყვეტისკენ, პირიქით მოტივაციას აძლევს, რომ შიმშილობა გააგრძელოს და ა.შ.“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
დეპუტატი ასევე გამოეხმაურა პეტერ ფიშერის განცხადებას, რომ "დიფ სთეითი“ არ არსებობს.
"ამ თემაზე უკვე ნახევარი მსოფლიო საუბრობს და როდესაც ბატონი ფიშერი ამბობს, რომ ეს თითქოსდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, ამით ირიბად შეურაცხყოფას აყენებს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას და ბატონ ტრამპს. ანუ, ბატონი ტრამპი და მოქმედი ადმინისტრაცია თურმე წამოეგო "ქართული ოცნების“ ე.წ. პროპაგანდაზე? გასცეს მაშინ პასუხი მან," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.