1751744974
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან

სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები,
ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. ქართველი ემიგრანტები გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომ ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ და ემიჯნებიან მოთხოვნებს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ცალკეული ზომების გატარებას.
საბერძნეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ალიანსი ემიგრანტების სახელით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და დაუშვებლად მიიჩნევს სრულიად ემიგრაციის და ზოგადად გარკვეული ჯგუფების მიერ ყველა ემიგრანტის სახელით განცხადებების კეთებას.
საბერძნეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ალიანსი ასევე დაუშვებლად მიიჩნევს და ემიჯნება დიასპორის სახელით გაკეთებულ განცხადებას, თითქოს ემიგრანტები ითხოვენ ევროკავშირისგან დასანქცირდეს საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები.
"ჩვენ, საბერძნეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ემიგრანტები ვემიჯნებით განცხადებას, რომელიც გაკეთდა გარკვეული ჯგუფის მიერ, თითქოს ქართული დიასპორა და ემიგრაცია ემიჯნება ქართული სახელმწიფოს და ევროკავშირს სთხოვს დაუწესოს სანქციები მას.
ჩვენ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები არ ვიზიარებთ ამ განცხადებას და ვგმობთ, ემიგრაციის სახელით გაკეთებულ მსგავს პეტიციას. – ნათქვამია საბერძნეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ალიანსის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
მსგავსი განცხადება გაავრცელა არა ერთმა დიაპორულმა ორგანიზაციამ, მათ შორის:
“ქართული დიასპორის საზოგადოებრივმა ცენტრმა”; “საქართველო-საბერძნეთის მეგობრობის ასოციაციამ”, “ევროპის ქველმოქმედ ქალთა კავშირმა”, ესპანეთში მოქმედმა დიასპორულმა ორგანიზაციამ -" Asociación de la Republica de Georgia e Inmigrantes"; პოლონეთის ქართული დიასპორა"; მილანის სამშობლო გულით სატარებელი, ასევე განცხადებები გაავრცელეს ინდივიდუალურმა პირებმა.
“მეგობრებო, ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები, ემიჯნებიან განცხადებას რომელიც გაკეთდა გარკვეული ჯგუფის მიერ, თითქოს ემიგრაცია ემიჯნება სახელმწიფოს და ევროკავშირს სთხოვს დაუწესოს სანქციები. ჩვენ არ ვიზიარებთ ამ განცხადებას და ვგმობთ, ემიგრაციის სახელით გაკეთებულ მსგავს პეტიციას”,- წერს სოციალურ ქსელში მერიკო კარტოზია.
“ვემიჯნებით განცხადებას, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა გარკვეული ჯგუფის მიერ - თითქოსდა ემიგრაცია "ემიჯნება საქართველოს სახელმწიფოს" და "ევროკავშირს სთხოვს სანქციების დაწესებას ჩვენს ქვეყანაზე".მსგავსი გზავნილები კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მიმართვის არც შინაარსს და არც ტონს. ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას ემიგრაციის სახელით გაკეთდეს განცხადებები, რომლებიც დიასპორის საერთო აზრს არ გამოხატავს”,- ნათქვამია ვალენსიაში მოქმედი ორგანიზაციის განცხადებაში.