ლევან ხაბეიშვილი: არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს და რა შფოთვები აქვს, მაგრამ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“, დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ, რომ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია, მზად ვართ, გავიმარჯვოთ

ლევან ხაბეიშვილი

არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს და რა შფოთვები აქვს, მაგრამ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“, დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ შიდა და გარე მტერს, რომ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია, მზად ვართ გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაბეიშვილის წერს, გამარჯვება შესაძლებელია.

„და კიდევ, ერთ საინტერესო და აქტუალურ თემაზე. არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს და ვის რა შიშები, შფოთვები და წუხილები აქვს, მაგრამ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“!!! ივანიშვილის რუსულ ოპერაციას სახელად – „არჩევნები“ უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი პროტესტი!!! ასიათასობით უნდა შევიკრიბოთ და რეალურად, არეული, იზოლაციაში მყოფი ქვეყანა დავალაგოთ, დავაწყნაროთ და განვითარების გზაზე გადავიყვანოთ. იქნება თუ არა რთული? – დიახ იქნება!!! არის თუ არა შესაძლებელი გამარჯვება? – ცხადია, არის!!! ამიტომ, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს პარტიული კუთვნილებების გარეშე, დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ შიდა და გარე მტერსაც, რომ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია, მეტიც, მზად ვართ გავიმარჯვოთ!!!“, – წერს ხაბეიშვილი.