ცნობილია, რამდენი ლარით დაჯარიმდება ქვეითი, თუ ისეთ გზაზე გადავა, სადაც ზებრა გადასასვლელი არ არის
1754031984
კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი და მთელი მისი ცხოვრება წარმატებასთან ასოცირდება. ეს წარმატება მას ძალიან დიდი შრომის ფასად უჯდება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, კახა კალაძემ თავის გუნდთან ერთად ძალიან დიდი სამუშაო გასწია და იგი გააგრძელებს დედაქალაქზე ზრუნვას შემდეგი 4 წლის განმავლობაში.
„ჩვენ ვხედავთ თბილისი როგორი დედაქალაქია დღეს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ევროპული სტანდარტების დედაქალაქი.
თავის გუნდთან ერთად, ძალიან დიდი სამუშაო გასწია ბატონმა კახიმ და რა თქმა უნდა, მომავალი 4 წლის განმავლობაშიც ის გააგრძელებს ამ სამუშაოს. რა თქმა უნდა, თბილისში პრობლემები რჩება, თუმცა ბატონმა კახი კალაძემ აბსოლუტურად ყველა ეს პრობლემა იცის - ყველა რაიონის უბნის დონეზე და მომდევნო 4 წელს იგი დაუთმობს ამ პრობლემების აღმოფხვრას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მმართველი პარტია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს დღეს წარადგენს. კანდიდატი მოქმედი მერი, კახა კალაძეა.