1749042430
„ლელო“ ყოველთვის არის მზადყოფნაში არჩევნებისთვის, როგორც უნდა იყოს ნებისმიერი პარტია" - გიორგი სიორიძე

"ლელო" ყოველთვის არის მზადყოფნაში არჩევნებისთვის, როგორც უნდა იყოს ნებისმიერი პარტია", - ეს განცხადება პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი სიორიძემ გააკეთა.
მისი თქმით, მსჯელობის თემა უნდა გამხდარიყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერთობლივი პოზიციით შესვლა ან მისი ბოიკოტი ერთობლივად.
"ლელო" ყოველთვის არის მზადყოფნაში არჩევნებისთვის, როგორც უნდა იყოს ნებისმიერი პარტია. იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, არის და დარჩება, სანამ არ შესრულდება ახალი საპარლამენტო არჩევნები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერთობლივი პოზიციით შესვლა ან მისი ბოიკოტი ერთობლივად, ეს უნდა გამხდარიყო მსჯელობის საგანი. ასე ვთვლით ჩვენ", - აცხადებს გიორგი სიორიძე.