დონალდ ტრამპი და ილონ მასკი ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ

ტრამპი მასკი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ერთმანეთს საჯაროდ აკრიტიკებენ. დონალდ ტრამპმა ყოფილ თანაგუნდელზე, ილონ მასკზე, სოციალურ ქსელში კრიტიკული შინაარსის ტექსტი მას შემდეგ დაწერა, რაც "ტესლას" დამფუძნებელმა პრეზიდენტის მიმართ იმედგაცრუება გამოხატა.

ტრამპი ამბობს, რომ მასკის პრობლემები ახალი ადმინისტრაციის მიმართ თეთრი სახლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელიც ელექტროავტომობილების მანდატების შემცირებას მოიცავს.

საპასუხოდ, მასკმა განაცხადა ისიც, რომ დონალდ ტრამპის სახელი არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალებში ფიგურირებს, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტები არ საჯაროვდება.