გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ის ტრამპთან შეხვედრით კმაყოფილია

ფრიდრიხ მერცი

 გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა თავისი პირველი ვიზიტი აშშ-ში და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა დადებითად შეაფასა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

„დღეს ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ძალიან კარგ პირად და პოლიტიკურად პროდუქტიულ მოლაპარაკებებს“, - აღნიშნა მეცმა.

მისი თქმით, ის სახლში ბრუნდება იმ შეგრძნებით, რომ „ჩვენ გვაქვს საღი საფუძველი ამერიკის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის მოლაპარაკებებისთვის“.

გარდა ამისა, მერცის აზრით, ტრამპი სერიოზულად არის დაინტერესებული აშშ-სა და ევროკავშირს შორის ტარიფების შესახებ შეთანხმების მიღწევაში.

„მე ამ დასკვნამდე ჩვენი ერთობლივი მოლაპარაკებების შემდეგ მივედი.ის ნამდვილად მზა არის მიაღწიოს შეთანხმებას ვაჭრობის შესახებ“, - დასძინა გერმანიის კანცლერმა.