გურამ ლომიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1746518137
„მეგობარი აქტი“ არასწორი მიმართულების კანონპროექტია, ჩვენმა კოლეგებმა ამაზე უარი უნდა თქვან, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, უორენ დევიდსონმა.
„ამერიკელმა ხალხმა აქ იმისთვის არ გამოგვგზავნა, რომ ამერიკის უსაფრთხოების ფარი მსოფლიოს უფრო მეტ ნაწილზე გავაფართოვოთ. ჩვენ არ ვართ ვალდებულნი ჩავერთოთ ყველა კონფლიქტში, რომელშიც გვიწვევენ და რა თქმა უნდა, არ გვჭირდება დამატებითი კონფლიქტების ძებნა“, - აღნიშნა კონგრესმენმა.
„ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ხალხს წარმატება ვუსურვოთ ისე, რომ არ გავაფართოვოთ ჩვენი ვალდებულება, ვიყოთ ევროპის თავდაცვითი ძალა“, - განაცხადა უორენ დევიდსონმა.
„ვფიქრობ, ჩემი ამომრჩევლები გაკვირვებულნი არიან, რატომ ვაკეთებთ ამას იმის ნაცვლად, რაზეც წინასაარჩევნო კამპანია ვაწარმოეთ. იმედი მაქვს, ფოკუსირებას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ საგარეო პოლიტიკაზე მოვახდენთ. მე [ამ კანონპროექტს] ვეწინააღმდეგები და ყველას მოვუწოდებ, იგივე გააკეთონ“, - დასძინა მან.