„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა ჰარვარდის უნივერსიტეტს ახალი ფედერალური გრანტების მიღება შეუზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, განათლების დეპარტამენტმა მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტს ანტისემიტიზმში, პოლიტიკური მიკერძოებასა და არაეფექტური მმართველობაში სდებს ბრალს და მრავალფეროვნების პოლიტიკისთვის აკრიტიკებს.
გასულ წელს ამერიკულ უნივერსიტეტებში გამართული საპროტესტო აქციები, რომლებზეც სტუდენტები ისრაელს ღაზაში ომის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ, დონალდ ტრამპმა პროჰამასურ აქციებად მოიხსენია და უნივერსიტეტების ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. მას შემდეგ, მთავრობამ დაფინანსება შეუწყვიტა რიგ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. მათ შორის, კოლუმბიის, პენსილვანიის, კორნელის უნივერსიტეტებს .
მედიის ცნობით, ჰარვარდის უნივერსიტეტი მთავრობის მხრიდან უკანონო ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს. გასულ თვეს უნივერსიტეტმა სასამართლოში სარჩელი წარადგინა, მას შემდეგ რაც მთავრობამ 2.2 მილიარდი დოლარის ოდენობით გრანტის გაცემა გაყინა.
ჰარვარდის უნივერსიტეტი წამყვან უნივერსიტეტად მიიჩნევა მსოფლიოში და ერთ-ერთი უმსხვილესი ფონდი გააჩნია, რომლის მოცულობაც 53 მილიარდ დოლარს შეადგენს.