ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1754673696
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია, რომელიც გამოჩენილი ქართველი სცენოგრაფის, სოლიკო ვირსალაძის დისშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მამაა, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ჩარიცხულ რუბლებთან დაკავშირებით საუბრობს.
როგორც გოგი ხოშტარია „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას ამბობს, ის და მისი დეიდაშვილი თითქმის 20 წელია იღებენ ჰონორარს სპექტაკლებიდან, რომელიც სოლიკო ვირსალაძის დადგმულია და რომლებიც რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ტარდება.
„ძალიან ნათელია. ჩემი ქალიშვილია ელენე ხოშტარია, რომელიც სანქციებზე დაეტაკა მთავარ ოლიგარქს და მის ქვემოთ მყოფ ხუთ ოლიგარქს. მათ ეს ცხადია, არ მოეწონათ. ჩემი პასუხი ძალიან მარტივია. მე არ ვიღებ რუსულ ფულს, მე ვიღებ სოლიკო ვირსალაძის ჰონორარს. სულერთია, რა ვალუტაშია: რუბლებშია, დოლარშია, ევროშია თუ ფუნტებში, რა ვალუტაშიც უნდა იყოს, ეს არის სოლიკოს ფული. მე ამ ფულს არ დავუტოვებ რუსეთს. მე რომ 1994 წლიდან ეს ფული მეტოვებინა, კაი იარაღის ფულს დავუტოვებდი. ეს ბიძაჩემის ფულია, მე და მანანა ხიდაშელი [გოგი ხოშტარიას დეიდაშვილი - რ.თ.] თანაბრად ვინაწილებთ ამ ფულს. ეს არ არის რუსის ფული“,- ამბობს გოგი ხოშტარია.
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764