დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ანძა! მდინარე კალატოპიდან გადმოვიდა - რაჭაში სტიქიას ებრძვიან
1754078092
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, რომ მას თბილისის მერთან, კახა კალაძესთან არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია.
„არცერთი წამით კახა კალაძეს არ დავპირისპირებივარ. კახა, 2016 წელს „ქართული ოცნების“ გუნდში ჩემი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდატორი იყო ირაკლი კობახიძესთან ერთად. როგორ გგონიათ, მეგობრებს, უახლოეს მეგობრებს დავუპირისპირდები რამის გამო, თან როდესაც ისინი მართლები არიან და ერთმანეთთან მართლები ვართ. გთხოვთ თავი დაანებოთ აგენტების მოგონილი ამბების განიუსებას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.