დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ანძა! მდინარე კალატოპიდან გადმოვიდა - რაჭაში სტიქიას ებრძვიან
1754078092
კახა კალაძემ თავისი14-წლიანი საქმიანობით დაამტკიცა, რომ ის არის გუნდის პრაქტიკულად უალტერნატივო და შეუცვლელი წევრი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მთავრობის მეთაურის თქმით, კახა კალაძე არის ერთადერთი, ვინც უწყვეტად, ამდენი ხნის განმავლობაში იკავებდა უმაღლეს თანამდებობებს.
„14 წელია, კახა კალაძე არის უმაღლეს პოზიციებზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდში და ხელისუფლებაში. ის არის პრაქტიკულად ერთადერთი, ვინც უწყვეტად, ამდენი ხნის განმავლობაში იკავებდა უმაღლეს თანამდებობებს. კახა კალაძემ თავისი 14-წლიანი საქმიანობით დაამტკიცა, რომ ის არის გუნდის პრაქტიკულად უალტერნატივო და შეუცვლელი წევრი. ეს არის მისი საქმიანობის შედეგი. აქედან გამომდინარე, თეორიულადაც კი არ განიხილებოდა არც ერთი სხვა ვერსია. როგორც კი ჩვენ მივიღეთ დასტური იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძე თავად იყო მზად, მესამედ ეყარა კენჭი მერობის კანდიდატად, ბუნებრივია, ყველას გაგვიხარდა“, - განაცხადა პრემიერმა.