ირაკლი ქადაგიშვილი: ზოგადად მიდგომა მძიმეა, რადგან ღიაობაზე, რომელიც ევროკავშირისთვის ნომერ პირველი მოთხოვნა უნდა იყოს, რატომღაც, პრობლემა აქვთ

ირაკლი ქადაგიშვილი

ზოგადად მიდგომა მძიმეა, რადგან ღიაობაზე, რომელიც ევროკავშირისთვის ნომერ პირველი მოთხოვნა უნდა იყოს, რატომღაც, პრობლემა აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იქნება კონკრეტული დისკუსია, თუ რატომ ბღალავს საჯაროობა და ღიაობა ვიზალიბერალიზაციას.

საჯაროობასა და გამჭვირვალობაზე აქვთ წუხილი, რაზეც ალბათ, კონკრეტული დისკუსია გვექნება, თუ რატომ ბღალავს საჯაროობა და ღიაობა ვიზალიბერალიზაციას. მეორე საკითხი ლგბტ თემს და მოზარდ თაობაში ამ პროპაგანდის გავრცელების შეუფერხებლობას ეხება, ჩვენი პოზიციები გვექნება. ეს ის ორი ძირითადი საკითხია, რაზეც ჩვენი არგუმენტირებული პოზიცია გაგვაჩნია. ზოგადად, მიდგომა მძიმეა იმ გაგებით, რომ ღიაობა, რომელიც ევროკავშირისთვის ყველა მიმართულებით ნომერ პირველი მოთხოვნა უნდა იყოს, რატომღაც, ამ ამაზე პრობლემა აქვთ. რატომღაც, ლგბტ პროპაგანდის გავრცელება ვიზალიბერალიზაციის პირობად ითვლება. საზოგადოებაზე ასეთი თემების ძალით თავზე მოხვევა არ შეიძლება. მით უმეტეს, როცა საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ დახვეწილი კანონმდებლობა მოქმედებს, სადაც მათ შორის, ყველა ასეთი პირის უფლებები დაცულია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების გაუქმებას და LGBTIQ პირთა უფლებების უზრუნველყოფას.