ირაკლი ქადაგიშვილი: თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მათ ურთიერთობა ასე წაუვიდათ, დაგვრჩება თუ არა ევროკავშირი, ეს იქნება საკითხავი

ქადაგიშვილი

თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მათ ურთიერთობა ასე წაუვიდათ, დაგვრჩება თუ არა ევროკავშირი, ეს იქნება საკითხავი, - განაცხადა „პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კაია კალასის განცხადების საპასუხოდ.

„ერთი რამე უნდა გაითვალისწინოს ქალბატონმა კალასმა, რომ საქართველო კი ესწრაფვის ევროკავშირში [გაწევრიანებას], მაგრამ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მათ ურთიერთობა ასე წაუვიდათ, დაგვრჩება თუ არა ევროკავშირი, ეს იქნება საკითხავი, ამიტომ ცოტა სხვა რამეებზე იზრუნოს, ვიდრე საქართველოს მისწრაფებებზე“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.კ

კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის განსხვავება ის არის, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირში გაწევრიანებას არ ცდილობს.